Tuesday, April 7, 2015


  1. პროექტის სახელწოდება: წრფივ ორუცნობიან განტოლებათა სისტემის ამოხსნა სხვადასხვა ხერხით.
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: წრფივი ორუცნობიანი განტოლებათა სისტემის ამოხსნის მეთოდების: ალგებრულიშეკრების ხერხი, ჩასმის ხერხი, გრაფიკული მეთოდით ამოხსნის ცოდნის განმტკიცება
  3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეთა აზრით პროექტი აქტუალურია, რადგან ხშირადაა საჭირო ტესტური ამოცანების ამოხსნა წრფივ განტოლებათა სისტემის შედგენითა და ამოხსნით.
  4. პროექტის მიზნები: შევასწავლო მოსწავლეებს წრფივ განტოლებათა სისტემის ამოხსნა სხვადასხვა ხერხით.
  5. მონაწილეთა ასაკი: 13 წელი
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლემ შეძლოს წრფივ ორუცნობიან განტოლებათა სისტემის ამოხსნა სხვადასხვა ხერხით.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო(მ.ჯაფარიძე, მ.წილოსანი)მათემატიკა 8 კლასი
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ვსვამ შეკითხვებს: ა)სიბრტყეხე ორი წრფის ურთიერთმდებარეობის შესახებ: როდის იკვეთება სისტემაში შემავალი განტოლებების შესაბამისი წრფეები?ბ) სისტემაში შემავალ განტოლებების შესაბამის წრფეებს როდის უკავიათ პარალელური მდებარეობა? გ) როდის ემთხვევა წრფეები ერთმანეთს?  მუშაობა დაფასთან თითოეულ ხერხზე. ინდივიდუალური მუშაობა ტესტებზე, კითხვა პასუხით, ამ დროს მოსწავლეები ააანალიზებენ კოეფიციენტების მიხედვით განტოლებათა სისტემის ამონახსნთა რაოდენობის დადგენას.  საშინაო დავალების მიცემა.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი ეთანხმება ეროვნულ სასწავლო გეგმას
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამარ დიდებაშვილი
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:elenemariami06@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:tamardidebashvili.blogspot.com